shoulders„ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კოვერჩანოში უეფა-პროსა და უეფა A-ს დამწყები მწვრთნელებისთვის ლექცია ჩაატარა. მსმენელთა შორის იყვნენ მისი ყოფილი ფეხბურთელები დანიელე დე როსი და ალბერტო აკვილანი.

სპალეტის ლექციას აგრეთვე ესწრებოდნენ „ტორინოსა” და „რომას” ასისტენტი მწვრთნელები მატეო პარო და სალვატორე ფოტი, რომლებიც „ნაპოლის” თავკაცს მიმდინარე სეზონში უკვე დაუპირისპირდნენ. „ნაპოლიმ” „ტორინოს” შინ 3:1 მოუგო (ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა), „რომას” კი სტუმრად 1:0.

ლექციაზე სპალეტი მწვრთნელის მუშაობის სხვადასხვა ასპექტს შეეხო, მათ რიცხვში ტაქტიკას, ადამიანთა ჯგუფის მართვას და მოთამაშეებთან ურთიერთობასაც კი.

ლექციის შემდეგ „აძურის” თავკაცი ეწვია მუზეუმს, სადაც სხვა ექსპონატებთან ერთად თავმოყრილია „ნაპოლის” წარსულთან დაკავშირებული ნივთები. მათ შორის არის ლეგენდარული დიეგო მარადონას მაისურა, რომელიც არგენტინელს მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ეცვა.