Hassan Al Thawadi said: 'The estimate is around 400, between 400 and 500  . . .  I don’t have the exact number'ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შეფმა ჰასან ალ თავადიმ TalkTV-ს ჟურნალისტ პირს მორგანთან საუბარში აღიარა, რომ მუნდიალისთვის სტადიონების, სასტუმროებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ასეულობით მიგრანტი მუშა დაიღუპა.

„ჯამში დაიღუპა დაახლოებით 400… 400-დან 500 მუშამდე. მე ზუსტი მონაცემი არ მაქვს”, — თქვა ალ თავადიმ, რომელმაც დასძინა, რომ უშუალოდ სპორტული ნაგებობების მშენებლობებზე სულ სამი კაცი გარდაიცვალა, თუმცა სხვა ინფრასტრუქტურულ ნაგებობებზე მუშაობამ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა.

„ერთი სიკვდილიც ძალიან ბევრია — ეს მარტივია და ყველასათვის გასაგები. ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებული უსაფრთხოების სტანდარტი ყოველწლიურად იზრდება. ყოველ შემთხვევაში, იმ სარბიელებზე რომლებზეც ჩვენ ვიყავით პასუხისმგებელი, ასე იყო. თქვენ გყავთ პროფკავშირები — გერმანული, შვეიცარიული… მათ გაწეული სამუშაო მაღალ დონეზე შეაფასეს”, — თქვა ალ თავადიმ.

მსოფლიო პრესა კი წერს, რომ სინამდვილეში ყატარის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დაიღუპა 15 ათასამდე მიგრანტი.