პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებთა შეხვედრის დროს (2:0) მოედანზე ცისარტყელას ფერებით მორთული დროშიანი კაცი ჩახტა. ეს დროშა, მოგეხსენებათ ლგბტქ თემის სიმბოლოა, მაგრამ ამ შემთხვევაში კაცი მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს არ იცავდა. მას მაისურზე ეწერა: „პატივისცემა ირანელ ქალებს” და „გადაარჩინეთ უკრაინა”. როგორც გაირკვა ფართო სპექტრის პროტესტით დამუხტული ადამიანი იტალიელი მარიო ფერი გახლდათ, პესკარას მცხოვრები, მეტსახელად „ფალკონი”. ეს მისთვის მოედანზე პირველი ჩახტომა არ იყო.

ამბავი კი კრიშტიანო რონალდუს თუ ბრუნო ფერნანდეშის მიერ ანგარიშის გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. როგორც მას-მედია წერს, ამ შემთხვევაში ყატარის სტადიონზე უსაფრთხოების სისტემამ ვერ ივარგა.

ITV respond as Portugal Vs Uruguay World Cup match halted by pitch invader with rainbow flag - football.london