მსოფლიო ჩემპიონატის A და B ჯგუფებში დღეს მესამე ტურის მატჩები გაიმართება და მერვედფინალისტთა ვინაობა გაირკვევა. ფლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას მხოლოდ მასპინძელი ჩამოშორდა, თორემ სხვებს შანსი აქვთ შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლონ. რა უნდა მოხდეს, რომ ესა თუ ის გუნდი მონდიალზე სათამაშოდ დარჩეს? აბა, ერთად ვნახოთ:

Al Thumama Stadium World Cup 2022 in Qatar game between Senegal and Netherlands 0-2. Netherlands player Virgil van Dijk and Senegal player Boulaye...A ჯგუფი

ეკვადორი – სენეგალი (19:00)

ნიდერლანდები – ყატარი (19:00)

– ნიდერლანდები ფლეი ოფში იქნება თუ ყატართან თავის მატჩს არ წააგებს. მარცხის შემთხვევაშიც „ნარინჯისფრები“ მაინც აღმოჩნდებიან 1/8 ფინალში, თუ ეკვადორზე უფრო მცირე სხვაობით წააგებს, ან წააგებ 1-ბურთიანი სხვაობით.

– ეკვადორი გავა ფლეი ოფში, თუ არ წააგებს სენეგალთან. წაგების შემთხვევაშიც შეუძლია ფლეი ოფში გასვლა, თუ ნიდერლანდები უფრო დიდი სხვაობით დამარცხდება თავის მატჩში.

– სენეგალი გავა პლეი ოფში, თუ ეკვადორთან მატჩს მოიგებს. ან თუ ფრედ ითამაშებს, ხოლო ნიდერლანდები პარალელურ მატჩში დიდი ანგარიშით წააგებს.

– ყატარს დაკარგული აქვს პლეი ოფში გასვლის შანსი.

Harry Maguire of England in action during the FIFA World Cup Qatar 2022 Group B match between England and USA at Al Bayt Stadium in Al Khor, Qatar on...B ჯგუფი

უელსი-ინგლისი (23:00)

ირანი-აშშ (23:00)

– ინგლისს ფლეი ოფში გააგრძელებს თამაშს თუ უელსთან ოთხი ბურთის სხვაობით არ წააგებს.

– ირანი გავა 1/8 ფინალში, თუ მოიგებს, ან ფრედ ითამაშებს, უელსი კი ვერ მოუგებს ინგლისს.

– აშშ ფლეი ოფში აღმოჩნდება მხოლოდ ირანის დამარცხების შემთხვევაში.

– უელსი გავა ჯგუფიდან, თუ მოიგებს ოთხი ბურთის სხვაობით; ან მოუგებს ინგლისს ნებისმიერი სხვაობით, პარალელური მატჩი კი ფრედ დასრულდება.