შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს and ტექსტი გამოსახულებაფიფას საგანგებო კომისიამ დაადგინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ურუგვაის ნაკრების კარში პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 54-ე წუთზე კრიშტიანუ, ბრუნუ ფერნანდეშის ჩაწოდებულ ბურთზე ახტა და თითქოს თმის წვერებით შეეხო. ფიფამ გოლი ფერნანდეშს ჩაუწერა. მანჩესტერელმა შემდეგ პენალტიც გაიტანა და დუბლის შეასრულა. პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა და ვადამდე მოიპოვა მერვედფინალის საგზური.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობდა ფიფას ჩინოვნიკები დაერწმუნებინა, გოლი რონალდუმ გაიტანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

საბოლოო ვეტდიქტისთვის „ალ-რიჰლას,“ ჩემპიონატის ოფიციალური  ბურთის შიგთავსში არსებული სპეციალური სენსორების მონაცემები გამოიყენეს.

„ალ-რიჰლას“ ოფიციალურ ბურთში ჩაშენებული Connected Ball ტექნოლოგიის გამოყენებით, შეგვიძლია ზუსტად დავაფიქსიროთ, პირველი გოლისას კრიშტიანუ რონალდუს ბურთთან კონტაქტი არ ჰქონია.

ბურთზე გარეგანი ძალა არ გამოყენებულა, რასაც მოწმობს ჩვენს გაზომვებში დადასტურებული გადახრების არარსებობა. IMU სენსორი ბურთის შიგნით 500 ჰც სიხშირით,  მაქსიმალურად ზუსტად გვაძლევს მეგოლის დადგენის საშუალებას“, – წერია ფიფას განცხადებას.