ერთა ლიგის 2023 წლის ფინალურ ეტაპს ნიდერლანდები უმასპინძლებს, თამაშები როტერდამსა და ენსხედეში გაიმართება.
მატჩების ჩატარება გაისად ზაფხულშია დაგეგმილი. 14-15 ივნისს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო 18 ივნისს მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი.
ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 2023 წლის იანვარში ჩატარდება, კონკრეტული თარიღი მოგვინაებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ტიტულისთვის ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია და ესპანეთი იბრძოლებენ.
ტურნირის ბოლო გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრებია.