მსოფლიოს ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ბელგიის ნაკრებმა მაროკოსთან 0:2 წააგო, რასაც ბრიუსელში ქუჩის არეულობები მოჰყვა. არ იფიქროთ, რომ წაგებით გაწბილებულმა ბელგიელმა გულშემატკივრებმა მოაწყვეს უწესრიგობები. ასე ამ ქვეყანაში მცხოვრებმა მაროკოელებმა იზეიმეს გამარჯვება: მათ ქალაქის ცენტრსა და რკინიგზის სადგურ მიდისთან მანქანები და სკუტერები დაწვეს. ერთ ჟურნალისტს სახეში მაშხალა მოხვდა.

ახლა ბელგიელები 3 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან. მაროკოს 4 ქულა აქვს და ლიდერ ხორვატიასთან არის ტოლად. ბოლო ადგილზე კანადა იმყოფება ქულის გარეშე.

ბოლო ტურში, პირველ ნოემბერს, კანადა მაროკოს ხვდება, ხორვატია კი ბელგიას. კანადა, რასაკვირველია გავარდნილია. მაროკოს ფლეი-ოფში მოსახვედრად ფრეც ჰყოფნის. ხორვატიისა და ბელგიის მატჩის შედეგს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მოგების შემთხვევაში ბელგია მერვედფინალშია. ფრის შემთხვევაში დე ბრუინი და მისი თანაგუნდელები ჯგუფის მეორე თამაშის შედეგზე იქნებიან დამოკიდებულები, წაგება კი მათთვის გავარდნას ნიშნავს.