„სანის” ინფორმაციით დევიდ ბექემმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ყიდვა გადაწყვიტა და მოლაპარაკებებიც დაიწყო. ამას დაემთხვა, რომ სამშაბათს გლეიზერების ოჯახმა კლუბის გაყიდვის სურვილი გამოთქვა.
ცნობილია, რომ „იუნაიტედის” შეძენა ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანს სერ ჯიმ რეტკლიფს სურს. „ფაინენშალ ტაიმსი” წერს, რომ ბექემი მხოლოდ აისბერგის წვერია, რომლის ქვემოთაც რეტკლიფი იმალება იმალებიან.
ეს ჰგავს სიმართლეს, ვინაიდან „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი შესაძლოა ფლობს 370 მილიონი გირვანქის ტოლ სიმდიდრეს, მაგრამ ამხელა კონსორციუმის მარტო შეძენას ვერ შეძლებს. სამაგიეროდ, მას, როგორც სახალხო ფიგურას, შეუძლია კლუბის ყიდვის საქმეში დიდი წონა იტვირთოს.
დევიდ ბექემი „ოლდ ტრეფორდის” ლეგენდაა, რომელმაც „იუნაიტედში” თითქმის ათი წელიწადი ითამაშა, ექვსჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა. სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით მან 388 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა და 109 საგოლე პასი ჩააწოდა.
2003 წელს ბექემმა „მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა და „რეალში” გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ლა ლიგის ჩემპიონი გახდა. შემდეგ მან ითამაშა „ლოს ანჯელეს გალაქსიში”, ორჯერ იჯარით იყო „მილანში” და კარიერა „პარი სენ ჟერმენში” დაასრულა, მაგრამ ფეხბურთის ისტორიას უპირველეს ყოვლისა შემორჩა მაინც როგორც „იუნაიტედის” სახე. ამდენად, მისი გამოჩენა გულშემატკივრებისთვის მინიშნებაა იმაზე, რომ კლუბის შეძენა ბრიტანელებს სურთ და მას ადგილობრივი კაპიტალი მართავს.
მილიარდერი რეტკლიფი „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანია, მაგრამ როგორც ამბობენ 5 მილიარდ გირვანქაზე მეტს არ გადაიხდის, გლეიზერების ოჯახი კი კლუბს 6-8 მილიარდის ფარგლებში აფასებს.