ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში საუდის არაბეთთან მარცხის შემდეგ (1:2), „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, არგენტინის ნაკრები გააკრიტიკა.
„ღმერთო ჩემო, შეხედეთ დი მარიას. ხან ერთ პოზიციაზე იყო, ხან მეორეზე. აშკარად აცდენილი გახლდათ ყველაფერს. ვერც გადაწყვეტილებებს იღებდა.
და მესი? არა, ისინი ამ მატჩში გუნდს არ გავდნენ. მათ ბრძოლის ჟინიც არ ჰქონდათ. ეს დიდი ჩავარდნაა არგენტინისთვის“, – ამბობს კინი.