ხორვატიის ნაკრების კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი, ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც სამი განსხვავებული ათწლეულის განმავლობაში უთამაშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

ამ მიღწევის ავტორი ის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისას გახდა, რომელშიც ხორვატები მაროკოს უგოლოდ დაშორდნენ.

37 წლის მოდრიჩმა ოთხ მონდიალზე (2006, 2014, 2018 და 2022), და ამდენივე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა (2008, 2012, 2016, 2020).

სულ ლუკამ ხორვატთა ეროვნულ გუნდში 155 მატჩი ჩაატარა, 23 ბურთი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საუკეთესო სანაკებო მიღწევა კი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინლისტობა გახლავთ.

Morocco vs. Croatia final score, result: Atlas Lions frustrate Modric in  World Cup 2022 Group F opener | Sporting News Australia

წილი
წინა სტატიაზეიმია, გრიალია
შემდეგი სტატიაღმერთო ჩემო
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.