Gattuso expects Nico to stay at Valencia amid Barcelona recall reports |  Stadium Astro„ვალენსიამ” მეორე სეზონისწინა შეკრება დაგეგმა. ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატში არ მონაწილეობენ ჯენარო გატუზომ ერთ კვირაზე მეტი ხნით დაასვენა. შაბათს, 26 ნოემბერს გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები კლუბში გამოცხადდებიან. „ღამურების” ხელმძღვანელობას ოთხი ამხანაგური შეხვედრა აქვს დანიშნული. ეს მატჩები პარასკეობით გაიმართება, შემდეგ იქნება უქმეები და ორშაბათობით გუნდი წვრთნას განაახლებს. თუმცა, ბოლო ამხანაგური ხუთშაბათს, 22 დეკემბერს არის დაგეგმილი, რასაც რამდენიმე დღიანი საშობაო არდადეგები მოჰყვება. 26 დეკემბერს მოთამაშეები ისევ გუნდში დაბრუნდებიან და უკვე „ვილიარეალთან” შეხვედრისთვის მოემზადებიან. თუ რამე არ შეიცვალა, მატჩი ვილიარეალში (ვალენსიიდან 64 კილომეტრში) 31 დეკემბერს არის დანიშნული.

ზემოთ ამხანაგური შეხვედრები ვახსენეთ. „ვალენსიას” მეტოქეები უკვე შერჩეული ჰყავს. ყველაფერი იმთავითვე იყო დაგეგმილი, მაგრამ ბელგიურმა „ლუვენმა” ბოლო წამს „ჩეებთან” სპარინგზე უარი განაცხადა, ბანაკიდან გაუსვლელად „ლიონთან” თამაში გვირჩევნიაო და ეს გუნდი გატუზოს სურვილით „ლიდს იუნაიტედის” 21-წლამდელებით შეიცვალა — ახალგაზრდულ „ლიდსს” ესპანეთში ჩაფრენა არ ეზარება.

ამრიგად, გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები საკლუბო სეზონის განახლებამდე ხვდებიან: 2 დეკემბერს „ლიდს იუნაიტედის” U21-ს (მაყურებლის გარეშე); 9 დეკემბერს „კლერმონს” (მაყურებლის გარეშე); 16 დეკემბერს „ნოტინგემ ფორესტს” (მესტალიაზე) და 22 დეკემბერს „ალკმარს” (მაყურებლის გარეშე).