Coach Carlo Ancelotti of Real Madrid during the UEFA Champions League match between Real Madrid v Celtic at the Estadio Santiago Bernabeu on November...მან კარიერა „პარმაში” დაიწყო. მაშინ 18 წლის იყო. შემდეგ მილიარდ ლირად „რომამ” იყიდა. ბოლოს „მილანში” გამოდიოდა. მოედნის შუიდან თამაშის ჩინებული აღქმით გამოირჩეოდა. „ბიმბოს” (ბავშვს) ეძახდნენ, მაგრამ მტკიცე ხასიათი ჰქონდა. სწორედ ამ ხასიათმა გადაატანინა ურთულესი პერიოდი: ზედ 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა. ტრავმის გამო ვერ ითამაშა ჩემპიონთა თასის ფინალშიც: „რომა” – „ლივერპული”.

Coach Carlo Ancelotti of Real Madrid during the La Liga Santander match between Real Madrid v Girona at the Santiago Bernabeu on October 30, 2022 in...თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი, „რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი ამბობს:

Coach Carlo Ancelotti of Real Madrid during the Training and press conference of Real Madrid at the Ciudad Deportiva Real Madrid on October 7, 2022...„გული არაფერზე მწყდება. დროთა განმავლობაში იმდენ წარმატებას მივაღწიე, რომ ჩემგან რამეზე წუწუნი სიგიჟე იქნებოდა. იმედი მაქვს ჩემი მაგალითი ახალგაზრდებს გამოადგებათ”.

ანჩელოტიმ ექვსჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა თასზე (ლიგაში), ორჯერ როგორც ფეხბურთელმა და ოთხჯერ როგორიც „მილანისა” და „რეალის” მწვრთნელმა. მან კარიერაში სულ 38 ტიტული მოიგო (14 როგორც ფეხბურთელმა და 24 როგორც მწვრთნელმა). და რაც მთავარია, ის გახდა ხუთივე დიდი ლიგის ჩემპიონი: იტალიის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის.

ფეხბურთელობისას ანჩელოტიმ ითამაშა ლეგენდარული ხალხის ნილს ლიდჰოლმის, არიგო საკისა და ფაბიო კაპელოს ხელმძღვანელობით.

ანჩელოტი: „გამოცდილება მარად შენთან რჩება. ყველაფერს, რაც წლების მანძილზე გისწავლია, ღრუბელივით იწოვ. ლიდჰოლმი ახალგაზრდების წახალისებაში იყო უბადლო, საკიმ ფეხბურთში მანამდე არნახული საორგანიზაციო მხარე და შრომა დანერგა, კაპელოს კი თამაშების წაკითხვის არნახული უნარი ჰქონდა. მან ზუსტად იცოდა ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში როგორ შეეცვალა შემადგენლობა მეტოქიდან გამომდინარე. თან, ამას ისე აკეთებდა, რომ მის გუნდს სახე, ხელწერა არ ეკარგებოდა. ფაბიოს შედევრი 1994 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში „ბარსელონას” 4:0 დამარცხება იყო. ორი ცენტრალური მცველის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა უდიდესი ტრიუმფი იყო.

ფეხბურთი, თუ მის საფუძველს პატივს სცემ, მარტივი თამაშია. მნიშვნელოვანია იცოდე როგორ უნდა შეისწავლო მეტოქე. თუ მოწინააღმდეგის სტილს ძირეულად შეისწავლი, მაშინ გუნდს კარგად მოამზადებ, მაგრამ ზღვარგადასული არაფერი ვარგა. მეტოქის გათვალისწინებას შენი გუნდის სახე არ უნდა გადააყოლო. მთელი საიდუმლო სწორედ ის არის, რომ შენი ვარსკვლავები ჩარჩოებში არ უნდა მოაქციო და ლაღად შეტევის უფლება უნდა მისცე. ეს მიდგომა ყოველთვის ამართლებდა. გადაჭარბებული სქემატურობის მომხრე არ ვარ. ეს ინდივიდუმების შესაძლებლობებს ზღუდავს. თუმცა, ისიც მესმის, რომ ხშირად, როდესაც მწვრთნელები ერთ ტალანტს თავისუფლებას ანიჭებენ, სხვებს ზღუდავენ.

რა ხდება იტალიაში…

ყველაზე ტაქტიკურ ფეხბურთს იტალიაში თამაშობენ. აქ ტექნიკის სკოლაც უმაღლეს დონეზეა და ეს ყველაფერი ალბათ კოვერჩანოს გამოა. მზადების მეთოდებს ახალი მწვრთნელები ტექნიკაზე დაყრდნობით ამუშავებენ. მახსოვს როგორ ვმუშაობდი, როდესაც მწვრთნელობისთვის ვემზადებოდი. ვერ გეტყვით მეცნიერებისა და მედიცინის პროგრესის გამო სასწავლო პროგრამა შეცვალა თუ არა, მაგრამ მაშინდელ მიდგომას წლების მანძილზე აუცილებლად უნდა გამოეწვია შეცდომები. ჩემი აზრით ნიჭიერ ფეხბურთელებს თავიანთი უნარის თავისუფლად გამოყენების საშუალება უნდა მივცეთ… მაშინ მაინც, როდესაც ყმაწვილები არიან და პირველ ნაბიჯებს დგამენ. ბევრი აკადემია ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადაწყვეტილების ინსტინქტურად მიღების უფლებას არ აძლევს და ეს ბოლოს სავალალო შედეგებს იძლევა.

იტალიის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით. ეს კი იმის ბრალია, ჩვენს ქვეყანას უცხოელი ფეხბურთელები შემოესიენ. ყველაფერი სუბსიდირებისა და დაბეგვრის არასწორი სისტემების გამოა.

რა ხდება ინგლისში…

 ინგლისში პრემიერ ლიგა იმდენად მიმზიდველია, რომ იტალიისგან განსხვავებული ვითარება აქვთ. საუკეთესო ფეხბურთელები იქ იკრიბებიან, იქ სადაც ბევრი ფულია. ინგლისურ ფეხბურთში უზარმაზარი თანხები ტრიალებს. ის საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს იზიდავს, რომლებიც რასაკვირველია ადგილობრივი მოთამაშეების ადგილს იკავებენ. და კიდევ, ჩვენ ყველანი ძალიან ბევრს ვთამაშობთ. ყველანი ერთად უნდა დავსხდეთ და ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე შევცვალოთ საერთაშორისო კალენდარი.

ესპანეთი…

რაც შეეხება ესპანეთს, იქ არის ისტორია, ტრადიცია და დიდი კლუბები. შეხედეთ „რეალს”, სადაც სირთულეები მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს კლუბი ცდილობს საუკეთესო გარემო შექმნას. პანდემიის დროს როდესაც თამაშებსა და ვარჯიშებზე ხალხს არ უშვებდნენ, პრობლემამ იჩინა თავი, რადგან მაყურებელი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ „გალაქტიკოებისგან” ახალ ტალანტებზე გადავერთეთ. ახალი „ბერნაბეუ”, ააუცილებლად დიდ პროგრესს მოიტანს.

საფრანგეთი და გერმანია…

გერმანიასა და საფრანგეთში ფეხბურთი ნორმალურ მდგომარეობაშია. ამ ქვეყნებში ბოლო წლებში მსხვილ შეჯიბრებებს უმასპინძლეს და ინფრასტრუქტურა კარგ დღეშია…

როდის წახვალთ „რეალიდან”?

30 ივნისს. ოღონდ რომელი წლის 30 ივნისს, არ ვიცი.

მომზადებული globesoccer-ის მიხედვით