ოფიციალურად: სანდრო მამუკელაშვილი 2020 წლის NBA-ის დრაფტზე | Live.geNBA-ს მორიგ სათამაშო დღეს ორივე ქართველის ხილვა გვსურდა, მაგრამ ჩვენებურების მწვრთნელებმა პარკეტზე მხოლოდ ერთი შეუშვეს. თუ აქამდე ასეთ დროს გოგა ბითაძეზე გვიხდებოდა წერა, ახლა პირიქით მოხდა და სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა.

ჩვენებურის „მილუოკი ბაქსმა“ კი, საშინაო არენაზე „კლივლენდ კავალიერს“ 113:98 სძლია. მამუ მოედანზე 8 წუთით გამოჩნდა და ამ დროში 5 ქულა მოინაგრა. ჩვენებურმა ერთი ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ააცილა და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო. „მილუოკის“ 11 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „ბოსტონ სელტიკსს“ ჩამორჩება, მომდევნო თამაში ფილადელფიაში „სიქსერსსთან“ უწევს.

ბითაძის „ინდიანა“ „შარლოტს“ ესტუმრა და 125:113 ისე დაამარცხა, რომ ჩვენებური მოედანზე არ გასულა. „ინდიანას“ 13 მატჩიდან 7 მოგება, 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი კი „ჰიუსტონს“ ესტუმრება.

წილი
წინა სტატიადი ლორენცოს ორმაგი სიხარული
შემდეგი სტატიაკვარა ათეულში…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...