Giovanni Di Lorenzo of Italy celebrates after scoring a goal during the International friendly match between Albania and Italy on November 16, 2022...ტირანაში, ალბანეთისა და იტალიის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა იტალიამ მოიგო 3:1.

ანგარიში მე-16 წუთზე „ემპოლიში” მოთამაშე ალბანელმა ადრიან ისმაილიმ გახსნა, მაგრამ მე-20 წუთზე „ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გაქვითა.

25-ე წუთზე „სკუადრა აძურა” „ფრაიბურგის” ნახევარმცველმა ვინჩენცო გრიფომ დააწინაურა და 64-ე წუთზე გრიფომვე შეაგდო მესამე გოლი.

ყველამ მიაქცია ყურადღება იმას, თუ როგორ იზეიმა გოლი დი ლორენცომ.

მან ბურთი მაისურს ქვეშ ამოიდო, რითაც ფეხმძიმე ქალი განასახიერა და ამით გულშემატკივარს ამცნო, რომ ის და მისი მეუღლე კლარისა მეორე შვილს ელოდებიან.

წყვილის პირველი შვილი 2020 წლის 9 მაისს დაიბადა. მას აძურა ჰქვია.