Hirving Lozano of Mexico is stretchered off after an injury during the match between Mexico and Panama as part of the Concacaf 2022 FIFA World Cup...მექსიკის ნაკრებისა და „ნაპოლის” მარჯვენა გარემარბმა ირვინგ ლოსანომ The Players Tribune-თან საუბარში წარსული გაიხსენა. მოგეხსენებათ, ჩაკი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა, მათ მიმართ კი ინტერესი გაცხოველებულია.

„2018 წლის მუნდიალის შემდეგ, რამდენიმე იტალიურმა კლუბმა მიმიპატიჟა. სხვებთან ერთად ჩემი თამაში კარლო ანჩელოტისაც უნახავს. მან „ნაპოლიში” მიმიწვია. ის დიდი მწვრთნელი და დიდი პიროვნებაა. უარს ვერ ვეტყოდი. ნეაპოლში რომ ჩავედი, პირველ საღამოს ოჯახთან ერთად ვახშმად დამპატიჟა. მისი ოჯახიც იქ იყო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი გახლდათ. რამდენიმე ქვეყნის გამოცვლა იოლი არ არის (მანამდე ლოსანო ნიდერლანდებში, კერძოდ პსვ-ში თამაშობდა), მითუმეტეს, როდესაც ძალიან შორიდან ხარ. მაგრამ, ანჩელოტიმ თავი შინ მაგრძნობინა. „ნაპოლიდან” მისი გაშვების შემდეგ გამიჭირდა.

covid 19-ის დროს ნეაპოლში მარტო ვიყავი. კლუბს ვთხოვე ოჯახთან მექსიკაში გავეშვი, მაგრამ არ შეიძლებოდა. საბედნიეროდ, ერთი ხნის შემდეგ მოედანზე დავბრუნდით და იტალიაში ჩემი პირველი ჯილდოც მოვიგე.

მერე მოვიდა ჯენარო გატუზო, რომელიც ერთ საათში ასი საათისას ცხოვრობს, ყველაფერს ასწრებს. შემდეგ კი მოვიდა ლუჩანო სპალეტი და მას მერე ცდილობს ჩემს მხარზე შემომჯდარი ეშმაკი ისე მოათვინიეროს, რომ მაქსიმალური სარგებელი გამოადნოს. „ნაპოლის” ვნებასა და სიგიჟეს კი სიტყვებით ვერ ავხსნი. უბრალოდ, ენერგიითა და სიამაყით ივსები.

…ერთი წლის წინ ისე დავშავდი, რომ ძალიან შემეშინდა. ვტიროდი და მომავლის მეშინოდა. კისერი მომეღრიცა, თვალი კინაღამ ბუდიდან ამომივარდა. მხოლოდ სამი თვე გამიცდა, რასაც ექიმებს უნდა ვუმადლოდე. გადარჩენით კი ბეწვზე გადავრჩი.

ახლანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ბევრი ვიბრძოლეთ. მე დღეს ის ფეხბურთელი აღარ ვარ ოთხი წლის წინანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ვიყავი. აღარც მექსიკის ნაკრებია ძველებური, მაგრამ ჩვენ იმავე ქვეყანას წარმოვადგენთ და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით”, — თქვა ლოსანომ.