Lazar Samardzic of Udinese Calcio competes for the ball with Min-Jae Kim of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and Udinese...როდესაც ჩემპიონატები წყდება, მყისიერად აქტიურდება საუბრები სატრანსფერო ბაზრის შესახებ, რომელიც იანვარში გაიხსნება. იანვარშივე განახლდება სერია A-ს პირველობა.

როგორც calcionapoli1926 წერს, ამჯერად „ნაპოლის” ინტერესის საგანს წარმოადგენს „უდინეზეს” სერბული წარმოშობის გერმანელი ნახევარმცველი, 20 წლის ლაზარ სამარძიჩი, რომელმაც „აძურის” ბოლო ტურში გოლიც კი გაუტანა. ეს მან მოჰპარა ნაქებ კიმს ბურთი, მეტოქის კარისკენ დაიძრა და მარცხენა ფეხით გაისროლა მიზანში.

calciomercato.com წერს, რომ „უდინეზე” და „ნაპოლი” სამარძიჩის შესახებ უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პოცოების ოჯახმა განაცხადა, რომ სამარძიჩის სეზონის ბოლომდე შენარჩუნებას აპირებს, შემდეგ კი ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. ფაქტია, რომ „ნაპოლისა” და „უდინეზეს” მეპატრონეებს ერთმანეთთან ჩინებული ურთიერთობა აქვთ და „აძურის” საქმეთა გამკვაჭავ ჯიუნტოლის სურს ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვას.

თანხა, რომელიც უდინელებმა სამარძიჩში 2021 წელს გადაიხადეს 3 მილიონ ევროს უდრიდა. მას ახლანდელ კლუბთან 2026 წლამდე აქვს კონტრაქტი. დღეს გერმანელის ფასი შვიდჯერ მეტია და 20 მილიონს აღემატება.