Robert Lewandowski accused of World Cup 'sabotage' of Barcelona after red card | Football | Sport | Express.co.uk„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, პრიმერაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის შეჯიბრების გამართვის კომიტეტმა, პოლონელის მიერ მსაჯისათვის ნაჩვენები უხამსი ჟესტის გამო.

საქმე ის არის, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, „ოსასუნას“ წინააღმდეგ (2:1), 38-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გასვლისას მსაჯს უხამსი ჟესტი უჩვენა.

პოლონელი თავის გუნდს ვერ დაეხმარება „ესპანიოლთან“ (31 დეკემბერს), მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (8 იანვარს) და „ბეტისთან“ (14 იანვარს) მატჩებში.