წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ ესპანურ „ბარსელონეტას“ უმასპინძლა და 8:14 დამარცხდა.
ბარსელონელები უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ პირველი მეოთხედი „დინამოს“ უპირატესობით წარიმართა, ჩვენები 4:1 დაწინაურდნენ, თუმცა იმავე მეოთხედში მეტოქემ ჯერ შემცირა სხვაობა, ხოლო მეორეს დასაწყისში კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და ტაიმი 8:6 მოიგო. მესამე მეოთხედში ყველაფერი გადაწყდა და თავის ადგილზე დადგა – ბოლო პერიოდის წინ „ბარსელონეტა“12:7 დაწინაურდა. დასკვნითი მეოთხედი ქართველების იყო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა…