Ansu Fati of FC Barcelona has their shot saved by Giorgi Mamardashvili of Valencia CF during the LaLiga Santander match between Valencia CF and FC...თუკი ჯენარო გატუზომ „მესტალიაზე” ჯერჯერობით რამეს მიაღწია, ეს მეტ-ნაკლები წარმატებით ახალი სტილის დანერგვა გახლავთო, წერს „სუპერდეპორტეს” ჟურნალისტი ივან კარსი.

Giorgi Mamardashvili and Jan Oblak during the match between Valencia CF and Club Atletico de Madrid, corresponding to the week 3 of the Liga...ფაქტია, რომ რინომ თავისი იდეების ხორცშესხმა იმთავითვე კონკრეტული ტიპის თერთმეტ მოთამაშეზე დაყრდნობით სცადა, მაგრამ ტრავმებმა და დისკვალიფიკაციებმა იტალიელი მწვრთნელი აიძულა გეგმების ნაწილი პირველ ორ კვირაშივე შეეცვალა. შედეგად, მივიღეთ, რომ დღეისათვის „ვალენსიაში” არის სამი ხელშეუხებელი ფეხბურთელი: გიორგი მამარდაშვილი, ტიერი რენდალ კორეია და სამუელ ლინო. ისინი გატუზოს გეგმებს უპირობოდ ერგებიან.

მეკარის პოზიციაზე იმის თქმა შეიძლება, რომ ძირითად შემადგენლობაში საბოლოოდ ქართველმა დაიმკვიდრა ადგილი. გასულ სეზონში ძელებს შორის ადგილს ერთმანეთს ჯასპერ სილესენი, ჯაუმე დომენეკი და თავად გიორგი ეცილებოდნენ, მაგრამ ჰოლანდიელი წავიდა, ვალენსიას პროვინციის ქალაქ ალმენარას მკვიდრმა დომენეკმა კი მუხლი დაიზიანა სერიოზულად და მამარდაშვილს მიეცა შესაძლებლობა გამხდარიყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკლებლივ ყველა წუთი დაჰყო მოედანზე.

გიორგი კლუბთან უკვე გაშინაურებულია. ის დამშვიდდა, შეეგუა იმ ფაქტს, რომ კონკურენტი არ ჰყავს და ამ ყველაფერმა გაცილებით მეტი შუქი მოგვცა, ვიდრე ჩრდილი. მეკარის ასეთმა ევოლუციამ შედეგად მოიტანა ის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დაკეტვის შემდეგ კლუბმა მასთან 2027 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.

სეზონის პირველ მონაკვეთში გამოიკვეთა კიდევ ორი მოთამაშე, ლინო და ტიერი, რომელთაც ყველა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

22 წლის ბრაზილიელი ლინო ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ის ყოველთვის თამამად უტევს და გონებაში დრიბლინგი უტრიალებს. ივან კარსის თქმით ლინო „ვალენსიას” ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ნოტია. ბრაზილიელი ტრავმებს გადაურჩა, როტაცია მას არ ეხება და შედეგად, შეუცვლელ მარცხენაფლანგელად დამკვიდრდა.

ასევე ხელუხლებელია 23 წლის პორტუგალიელი ტიერი, რომელიც იმის მიუხედავად, გუნდი სამი ცენტრალური მცველით თამაშობს თუ ორით, შემადგენლობაშია. 2022-23 წლების სეზონი განაპირა მცველის კარიერაში საეტაპო ჩანს. მას ჰქონდა უკეთესი და უარესი პერიოდები, მაგრამ ფაქრია, რომ როგორც მცველი შეუვალია. მისი მთავარი კოზირი როგორც თავდაცვისას ასევე შეტევაში, არის სისწრაფე. ის თოთხმეტივე ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ამ სამეულის სტატისტიკასთან ყველაზე ახლოს მხოლოდ 22 წლის ესპანელი უგო გილამონია, რომელიც ლუის ენრიკემ ნაკრებში გამოიძახა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება. გილამონმა თოთხმეტიდან ცამეტ შეხვედრაში ითამაშა.

ჩამოთვლილთა გარდა 20 წლის ესპანელი ნიკო და 22 წლის ანდრე ალმეიდა არიან ის ფეხბურთელები, რომელთაც გატუზო ძალიან ენდობა — მათ თერთმეტ და ათ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ათი თამაში ჩაატარა 27 წლის ესპანელმა სამუ კასტილეხომ, რომელიც დაშავდა, თორემ შესაძლოა მეტ მატჩშიც მიეღო მონაწილეობა. ასევეა 23 წლის ნიდერლანდელი ჯასტინ კლუივერტის საქმე, რომელიც ჩვეულებრივ კასტილეხოს ცვლის ხოლმე.

სულ ჯენარო გატუზომ საქმეში 26 ფეხბურთელი ნახა. მათგან ზოგმა მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო მოედანზე. განაცხადის ექვს ფეხბურთელს ჯერ არ უთამაშია.