Où est passé le Georges Mikautadze de l'année dernière ? "Les buts vont arriver" - Tout le foot | Walfoot.beსაფრანგეთის ლია 2-ში გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა.

„პარიზთან“ მატჩისას მიქაუტაძემ ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. მე-20 წუთზე მეტოქე კაცნაკლული დარჩა, მათ კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა – მიქაუტაძე ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა და პირველივე ტაიმში დუბლი გააკეთა.

მეორე ტაიმიც „მეცის“ უპირატესობით გაგრძელდა, მიქაუტაძემ კი მატჩის მიწურულს კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე შეცვალეს.

ცხადია, ჩვენიანი ფორვარდის გარჯა ფრანგებმა სათანადოდ დააფასეს და ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

ზურიკო დავითაშილი სათადარიგოებში იყო „ბორდოში“ და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა „პოსთან“ საშინაო შეხვედრაში, რომლიც მისი გუნდისთვის ცუდად დაიწყო – ჟირ ონდისტებმა ტაიმი წააგეს და ანგარიში მხოლდო მეორე ტაიმში გაათანაბრეს, მაგრამ სახლში ქულა ლიდერისთვის წარმატებად ვერ ჩაითვლება 1:1.

15 ტურის შემდეგ 21 ქულით „მეცი“ მე-8 ადგილზე დაწინაურდა და ლიდერებს დაუხალოვდა, ხოლო „ბორდო“ (27) მესამე ადგილზე დაქვეითდა.

No description available.