No description available.
აკა ტაბუცაძის გზა სამოელთა ჩათვლის მოედნამდე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტების მეორე მატჩიც ქვეყნის უდიდეს სატადიონზე გამართა. განსხვავებით წინა მატჩისგან, რომელშიც ბორჯღალოსნებმა ურუგვაის ნაკრები დაამარცხეს, ამ ჯერზე „დინამო არენა“ თითქმის გაივსო და გულშემატკივრობაც ბევრად ენერგიული გამოვიდა.ქართველების მეტოქე სამოას ნაკრები იყო, რომელმაც ერთი კვირით ადრე იტალიაში მწარე მარცხი იგემა – 17:49. ამ ფაქტორმა კუნძულელები გამოაფხიზლა, რადგან ისინი იტალიაში განწირულ აუტსაიდერებად როდი ჩასულან – რეიტინგშიც უფრო მაღლა იყვნენ და ზოგადად, აღმავლობას განიცდიან. ამდენად, თბილისში ისინი შელახული რენომეს გამოსასწორებლად ჩამოვიდნენ და საწადელი აისრულეს კიდეც. 20:19 – ასეთი ანგარიშით დასრულდა ეს უდაძაბულესი შეხვედრა. პირველ ტაიმში კუნძულელებმა ლელოც დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც, დებიუტში ჯარიმაც გაიტანეს და თავისი 10 ქულა ასე დააგროვეს. ჩვენი საპირველტაიმო 6 ქულა კი თედო აბჟანდაძემ მოინაგრა, რომელმაც 2 ჯარიმა შეასრულა ზუსტად, მათ შორის ერთი – 55 მეტრიდან. ამასთან, ერთხელ, კაი 60 მეტრიდან ჯარიმის გატანა დავით ნინიაშვილმაც სცადა, მაგრამ ააცილა.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაააცილა თედომაც, რომელსაც ეტყობა ძალიან ძლიერ სურდა 300-ქულიანი ზღვრის გადალახვა – ამ მატჩამდე მის ანგარიშზე ნაკრების კვართით 293 მოპოვებული ქულა იყო და ეტყობა, ზედმეტმა მღელვარებამ ცუდი სამსახური გაუწია, რადგან მან მეორე ტაიმში ჯერ აკა ტაბუცაძის ბრწყინვალე ლელო ვერ გადასახა, შემდეგ დებიუტანტი სანდრო ქუნთელიას არანაკლებ მაგარი ლელოს გარდასახვაც ააცილა და მხოლოდ 73-ე წუთზე გაისწორა მიზანი, როცა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ეს მოჯადოებული 300-ქულიანი ზღურბლიც გადალახა.

მანამდე სამოას ნაკრებმა კინკილა ჯარიმის გატანა შეძლო და მაღალი ბოჭვისთვის მატჩის ბოლომდე ერთი მორაგბე მოისაკლისა. მაგრამ კაცნაკლულმა კუნძულელებმა ბოლო წუთებზე ჩვენი დაცვა ცენტრიდან გაარღვიეს და ლელოც დადეს, რომლის გარდასახვა იოლი იყო – 20:19 სტუმართა სასარგებლოდ და დარჩენილი 4,5 წუთი ბორჯალოსნებმა შეტევაში გაატარეს, მაგრამ ხასიათზე მოსულ სამოელებს ვერაფერი მოუხერხეს…

ამ მარცხმა ჩვენი ნაკრები რეიტინგში მე-14 ადგილზე ჩამოაქვეითა. პარალელურად იტალიამ სასწაული ჩაიდინა და სამოას გზას თვით ავსტრალიაც გაუყენა – 28:27. ამ საოცარი გამარჯვებით იტალიელები მე-11 საფეხურზე დამკვიდრდებიან. იტალიისა და სამოას გარდა საქართველოზე წინ მეორე ათეულში ფიჯის ნაკრებიცაა, რომელმაც ირლანდიაში 17:35 წააგო.

მომდევნო მატჩს ლევან მაისაშვილის გუნდი 19 ნოემბერს რაგბის ერთ-ერთ მექაზე, კარდიფის „პრინსიპალიტიზე“, იგივე „მილენიუმზე“ ადგილობრივ გრანდთან, უელსის ნაკრებთან გამართავს. დასაწისი 17 საათზეა.