გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა „პარი სენ-ჟერმენის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავების, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატისწინა მზადყოფნა შეაფასა.
„ცხადია, ორივეს უმაღლესი ხარისხით შევაფასებდი. ნახეთ, როგორ ცეცხლს ანთებს მესი არგენტინის ნაკრების ბოლო მატჩებში. კრიშტიანუ? მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი თუ იტყვის, რომ ის პორტუგალიელების წამყვანი ფიგურა არ იქნება მუნდიალზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს კლუბში საქმეები კარგად ვერ მისდის“, – თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბერს დაიწყება.