Iran eases ban on women attending sports matches - Arabian Businessფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ ირანის ნაკრები 2022 წლის ყატარში მსოფლიო ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს. ცნობილი ფუნქციონერი მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობისა და რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის გამო უნდა მიიღონ.

„ირანი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს. მე რომ ფიფას პრეზიდენტი ვიყო, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებდი“, – თქვა ბლატერმა.

ცოტა ხნის წინ ფიფა-ს, ირანის მოკვეთის თხოვნით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმაც მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ირანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ინგლისთან, უელსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოხვდა.

წილი
წინა სტატიაბასილაშვილის მეორე
შემდეგი სტატიაფლიკმა დიდები შეაფასა
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.