თბილისის „დინამომ“ ბრაზილიელი შემტევი ვაგნერ გონსალვეში დაიმატა, მოთამაშე თბილისურ კლუბს მაკედონიური „შკენდიადან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. ვაგნერი დინამოელთა შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების გამართავს 2023 წლიდან შეძლებს – ინფორმაცია თბილისის „დინამოს“ ვებ გვერდმა გაავრცელა.
ბრაზილიელი შემტევი ფრანგული „ბასტიას“ აღზრდილია. უთამაშია უკრაინულ „კრივბასსა“ და „დნიპრო 1“-ში.
რაც შეეხება მის ქართულ კარიერას. გონსალვეშის პირველი ქართული კლუბი თბილისის „საბურთალო“ იყო (70 მატჩი, 18 გოლი, 24 საგოლე პასი), სადაც ის თბილისის „დინამოს“ ამჟამინდელი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თამაშობდა და გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი, ასევე თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა. „საბურთალოს“ გარდა, გონსალვეში თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (16 მატჩი, 1 გოლი, 5 საგოლე პასი), ბოლოს კი 2022 წლის სეზონის პირველი ნახევარი გორის „დილაში“ გაატარა (17 მატჩი, 8 გოლი, 1 საგოლე პასი).