Unai Emery: Aston Villa head coach says opportunity was too good to turn  down | Football News | Sky Sports„ასტონ ვილას“ ახალი თავკაცის, უნაი ემერის რე-დებიუტი პრემიერლიგაში გასულ უქმეებზე შედგა და შესანიშნავი გამოდგა – ბირმინგემელებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ 3:1 დაამარცხეს. ემერი დარწმუნებულია, რომ ახლა გაცილებით მომზადებულია მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში სამუშაოდ.

„ახლა პრემიერლიგური გამოწვევისთვის უფრო მზად ვარ, ვიდრე „არსენალში“ მუშაობისას. ზურგს „მეთოფეებთან“ ყოფნის წელიწადი და ოთხი თვე მიმაგრებს. იყო გარემოებები, რის გამოც ლონდონური კლუბის დატოვება მომიწია. იმედია, შეცდომებს აღარ გავიმეორებ. მაქვს ამბიცია ინგლისის მთავარ ლიგაში წარმატებულად ვიმუშაო“, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილამდე“ ემერი „ვალენსიაში“, „სევილიაში“, „პარი სენ-ჟერმენში“, „არსენალსა“ და „ვილიარეალში“ მუშაობდა.