ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია! ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ევროპის ლიგის გამარჯვებულ ფრანკფურტის „აინტრახტს“ შეხვდება… წილისყრამ ორი სუპერწყვილიც გამოავლინა – პსჟ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება, „რეალი“ კი „ლივერპულს“… გემახსოვრებათ, ესენი შარშანდელ ფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს და მაშინ ესპანელებმა იმარჯვეს.
ლაიფიცგი – სიტი, ბრიუგე – ბენფიკა, ლივერპული – რეალი, მილანი – ტოტენჰემი, აინტრახტი – ნაპოლი, დორტმუნდი – ჩელსი, ინტერი – პორტუ, პსჟ- ბაიერნი
პირველი მატჩები 14-15 და 21-22 თებერვალს გაიმართება, საპასუხოები 7-8 და 14-15 მარტს.





