ლიდერების მატჩებს თუ არ ჩავთვლით, 33-ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. ერთმანეთს გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები ხვდებოდნენ. „გაგრამ“ „სიონს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. გუნდებმა მატჩი კაცნაკლულებმა დაასრულეს. მსაჯმა ჯერ გაგრელი ნოდარ ლომინაძე გააძევა, შემდეგ კი სტუმარი დავით ზურაბიანი. „სიონი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და ერთობ გაირთულა სატურნირო მდგომარეობა.
წააგო ცხრილის სახიფათო ნაწილში მყოფმა „თელავმაც.“ კახელებმა შინ „ბათუმს“ ვერაფერი მოუხერხეს – 0:2. სეზონის მე-18 ბურთი გაიტანა ჯოვინო ფლამარიონმა და ბომბარდირთა დავას ისევ დამაჯერებლად ლიდერობს.
მოიგო „დინამომაც.“ თბილისელებმა საგურამოში უმოტივაციო „ლოკომოტივი“ ასევე 2:0 დაამარცხეს. შედეგად, ტიტულის მთავარ მაძიებელთა შორის სხვაობა ისევ ორი ქულაა.
იმერულმა დერბიმ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. „სამგურალმა“ და „ტორპედომ“ 2:2 ითამაშეს. დუბლი მიითვალა წყალტუბოელმა გიორგი ნიქაბაძემ.
„საბურთალომ“ კი რუსთავში, „დილასთან“ 0:2 წააგო (ყველაზე პოპულარული ანგარიში ტურში) და ევროზონაში მოხვედრის შანსს ოფიციალურად დაემშვიდობა.
გაგრა 2:1 სიონი
1:0 მაქაცარია (45+2), 2:0 ლომთაძე (48), 2:1 ნიკა ხორხელი (54)
გაძევება: ლომინაძე (34); ზურაბიანი (68)
თელავი 0:2 ბათუმი
0:1 ღუდუშაური (70), 0:2 ფლამარიონი (75)
სამგურალი 2:2 ტორპედო
0:1 შერგელაშვილი (17), 1:1, 2:1 ნიქაბაძე (45+1, 59), 2:2 ცინცაძე (86 პენ)
ლოკომოტივი 0:2 დინამო
0:1 მექვაბიშვილი (6), 0:2 ოდიშარია (79)
საბურთალო 0:2 დილა
0:1 გეილი (7), 0:2 ძოწენიძე (17)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
დინამო | 35 | 23 | 8 | 4 | 71:28 | 77 |
ბათუმი | 35 | 23 | 7 | 5 | 85:32 | 76 |
სამგურალი | 35 | 15 | 12 | 8 | 55:41 | 57 |
დილა | 35 | 16 | 8 | 11 | 45:35 | 56 |
ტორპედო | 35 | 15 | 8 | 12 | 46:46 | 53 |
საბურთალო | 35 | 13 | 8 | 14 | 51:48 | 47 |
თელავი | 35 | 7 | 17 | 13 | 28:36 | 36 |
გაგრა | 35 | 9 | 9 | 17 | 35:55 | 36 |
სიონი | 35 | 7 | 12 | 16 | 33:58 | 33 |
ლოკომოტივი | 35 | 1 | 5 | 29 | 26:96 | 8 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 18, ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 13, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 12, სტანისლავ ბილენკი, უსმანე კამარა (ორივე – დინამო) – 10, ნიკა ხორხელი (სიონი) – 9