„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, კლუბში დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამოაცხადებს.
51 წლის სპეციალისტის ქალაქელებთან მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. „სიტიში“ ის 2016 წლიდან მუშაობს. ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად 11 ტიტული მოიგო, მათ შორის – ოთხჯერ პრემიერლიგა.
გვარდიოლას მეუღლეს, კრისტინას დიდი გავლენა აქვს ქმრის გადაწყვეტილებებზე. უმცროს ქალიშვილთან, ვალენტინასთან ერთად ის 2019 წელს გაემგზავრა ბარსელონაში, სადაც საკუთარ ბიზნესს მართავს.
თავის მხრივ, „სიტი“ ესპანელის გაშვებას არსად აპირებს.






