დღეს, სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად, „ნაპოლი” ბერგამოში, „ატალანტასთან” ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ითამაშებს. ქართველ გარემარბს ზურგი სტკივა.

ამასობაში, „სქაი სპორტ იტალია” ავრცელებს ცნობას, რომ კვარაცხელიამ ნეაპოლში სახლის გამოცვლა გადაწყვიტა. ის ცხოვრობდა კუმაში. საცხოვრებელი ადგილი მას კასტელ ვოლტურნოში კომანის საწვრთნელ ცენტრთან სიახლოვის გამო ჰქონდა შერჩეული, მაგრამ მას მერე, რაც ავტომობილი მოპარეს, გადაწყვიტა ქალაქის გარეუბანში, სავარაუდოდ უფრო დაცულ ადგილას გადასახლდეს.

Theft Kvaratskhelia, the Georgian is thinking of moving house - Sky - image 2