73-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. ევროლიგის მატჩში, რომელიც შენგელიასთვის ამ ტურნირზე საიუბილეო მე-200 შეხვედრა იყო, ბოლონიაში „ვირტუსმა“ საფრანგეთის „ვილერბანს“ უმასპინძლა და 79:84 დამარცხდა.
შენგელიამ პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
6 ტურის შემდეგ „ვირტუსს“ 2 მოგება აქვს და 18-გუნდიან ლიგაში მე-15 პოზიციაზეა. მისი გუნდი მომდევნო მატჩს 9 ნოემბერს სტუმრად „მილანის წინააღმდეგ გამართავს.
11 ნოემბერს კი შენგელია საქართველოს ნაკრებთან ერთად იქნება და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჩაატარებს.