Globe Soccer Awards-მა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა ფინალური ათეული დაასახელა, სადაც ისევ მოხვდნენ ოდინდელი გმირები – ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ.

ნომინანტთა სია ასეთია: მოჰამედ სალაჰი და ლუის დიასი (ორივე – ლივერპული), კარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა (ორივე – რეალი), კილიან მბაპე და ლიონელ მესი (ორივე – პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), სადიო მანე (ბაიერნი), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი) და ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი).

მწვრთნელ-ნომინანტთა შვიდეული კი ასე გამოიყურება: კარლო ანჩელოტი (რეალი), რენატო გაუშო (გრემიო), ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), იურგენ კლოპი (ლივერპული), ჟოზე მოურინიუ (რომა), სტეფანო პიოლი (მილანი), აბელ ფერეირა (პალმეირასი).