ტელეკომპანია „სქაიმ” „რომასა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ერთ საინტერესო ფაქტს მიაქცია ყურადღება: პირველად, რაც „ჯალოროსის” სათავეში ჟოზე მოურინიუ დგას, გუნდმა თამაში ისე დაამთავრა, რომ მეტოქის კარში არ დაურტყამს. ვაზუსტებთ: კარისკენ დარტყმის მცდელობები კი ჰქონდა, მაგრამ ჩარჩოში ერთხელ ვერ დაუმიზნა, თუნდაც მეკარეს რომ აეღო, ისე. ასეთი რამ „რომას” თავის მოედანზე 2015 წლის შემდეგ არ დამართვია და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მაშინაც „ნაპოლის” ეთამაშებოდა.

სავარაუდოდ, ეს იმის ბრალი იყო, რომ „განსაკუთრებულსა” და მის გუნდს ყურადღება მთელი ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების შებოჭვაზე ჰქონდათ გადატანილი.

ვიქტოს ოსიმენის გოლით შეხვედრა მოიგო „ნაპოლიმ” — 1:0.

Lorenzo Pellegrini od AS Roma fights for the ball with Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the Serie A match between AS Roma and SSC Napoli at...