კვირას სერია A-ში გამორჩეული მატჩია, „რომა” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. ამ შეხვედრის წინ „ლა გაძეტა დელო სპორტმა” სტატისტიკური ფაქტებით მოგვამარაგა:

  • Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli in action during the Serie A match between SSC Napoli and Bologna FC at Stadio Diego Armando Maradona on October...სერია A-ში „რომასა” და „ნაპოლის” ბოლო 8 შეხვედრიდან რომაელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს, 2019 წლის 2 ნოემბერს: 2:1. მას მერე სამი თამაში „ნაპოლიმ” მოიგო, რასაც ორი ფრე მოჰყვა. თუ კვირის შეხვედრაც ფრედ დასრულდება, მაშინ ეს ორი გუნდი 1994-95 წლების შემდეგ პირველად დაზავდება ზედიზედ სამჯერ.
  • „რომა” არის გუნდი, რომელთანაც „ნაპოლის” სერია A-ში სტუმრად ყველაზე მეტი, 29 ფრე აქვს ნათამაშევი. სულ ეს გუნდები რომში 75-ჯერ შეხვედრილან. 13 თამაში სტუმრებმა მოიგეს, ხოლო 33 მასპინძლებმა.
  • „რომას” შინ პირველი ოთხეულის გუნდებთან ბოლო 12 შეხვედრა არ მოუგია. მეტიც, სამი უკანასკნელი წააგო. ბოლოს ოთხეულის გუნდებთან „რომამ” 2019 წლის 12 მაისს გაიმარჯვა. მაშინ მწვრთნელი იყო კლაუდიო რანიერი, ხოლო მეტოქე „იუვენტუსი” (2:0).
  • „რომამ” ბოლო სამი შეხვედრა მოიგო. რაც გუნდის მწვრთნელი ჟოზე მოურინიუა, „ჯალოროსის” სერია A-ში ზედიზედ ოთხი არ მოუგია. ასეთი რამ ბოლოს 2020 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც რომაელებს პაულო ფონსეკა ედგათ სათავეში.
  • „ნაპოლიმ” სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 10 შეხვედრა მოიგო. ზედიზედ 11 წარმატება „აძურის” პირველად 1929-30 წლებში ჰქონდა, მეორედ კი 1986-ის აპრილ-სექტემბერში, როდესაც გუნდის მწვრთნელი იყო ოტავიო ბიანკი.
  • გასული სეზონიდან მოყოლებული „ნაპოლიმ” (35) და „რომამ” (31) სერია A-ში საჯარიმოდან ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს.
  • მიმდინარე სეზონში „ნაპოლის” გოლები თხუთმეტმა ფეხბურთელმა გაიტანა. ევროპაში ასეთივე შედეგი აქვს „ბაიერნს”.
  • ანდრეა ბელოტის სერია A-ში, „ნაპოლის” კარში 5 გოლი აქვს გატანილი. მან ეს ერთ შეხვედრაში ორჯერ შეძლო 2014 წელს, როდესაც სერია A-ში პირველად გავიდა მოედანზე. მაშინ ბეელოტი „პალერმოში თამაშობდა. ახლა ის „რომას” მაისურით აპირებს ნეაპოლელთა კარის დალაშქვრას. ბოლო გოლი მან 1 მაისს გაიტანა, როდესაც „ტორინოში” თამაშობდა და „ემპოლისთან” ჰეთ-თრიკი შეასრულა.
  • მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა 14 შეხვედრაში გატანილი გოლებიდან 13-ში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო. მან 7 თავად შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა. სერია A-ში ასეთი შედეგი სხვა ფეხბურთელს არ აქვს.
  • „ნაპოლის” ბოლო 4 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი შეასრულა. ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ნეაპოლელთაგან ზედიზედ 5 შეხვედრაში შეასრულა საგოლე პასი, იყო ლორენცო ინსინიე — 2016 წლის იანვარ-თებერვალი.