ესეც წლევანდელი ქართულ-ამერიკული ქულები. გოგა ბითაძემ „ვაშინგტონთან“ უქულო მატჩის შემდეგ სან ანტონიოს 8 ჩაუგდო და NBA-ს წლევანდელ სეზონში ანგარიში გახსნა.
„ინდიანამ“ კი, სეზონის სტარტზევე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო – 134:137.
პარკეტზეც 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5-დან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი ააცილა.
გოგას აქტივში ერთი მოხსნაც იყო, პასივში კი დაკარგვა და ოთხი ჯარიმა. „ინდიანა“ მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს შინ, „დეტროიტთან“ გამართავს.