„ლა გაძეტა დელო სპორტმა” ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით ქების სიტყვები არ დაიშურა. ეს გახლდათ „ნაპოლისა” და „ბოლონიას” მატჩის გამოხმაურება. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჩინებულად ითამაშა, ვიქტორ ოსიმენს კი გამარჯვების გოლი გაატანინა.

„ლოსანო და ოსიმენი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდნენ, მაგრამ საუკეთესო როგორც ყოველთვის კვარაცხელია იყო, რომელმაც თავისი ქსელები დახლართა, ჯერ მეტოქის კარს ბლოკადას მოუწყო, შემდეგ კი ნიგერიელს ამაღელვებელი საგოლე პასი მიაწოდა. მაშინაც, როდესაც „ნაპოლი” მწყობრად შეტევას ვერ ახერხებს, მათ შეუძლიათ ქართველს ბურთი გადაუგდონ და ემოციაც ამოხეთქავს. ახლა მისი მონაგარი 13 გოლია: 7 თავად გაიტანა და 6 საგოლე პასი ჩააწოდა. ხოლო, როდესაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ საწვავი გამოელია, ირკვევა, რომ მხოლოდ სული მოუთქვამს. შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყება”, — დაწერა მილანურმა გაზეთმა.