No description available.პარიზში, “შატლის” თეატრში, “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვით, საუკეთესო ფეხბურთელისთვის “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონია გაიმართა. წლეულს ამ პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული გასული სეზონის კონკრეტული პერიოდის (2021 წლის 31 აგვისტოდან, 2022 წლის 31 ივლისამდე) შედეგების მიხედვით გამოვლინდა.

გალა-წარმოდგენაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელეს:

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონელი გავი გახდა, მას პრიზი ბრაზილელმა რონალდომ და ამ ნომინაციაში შარშანდელმა გამარჯვებულმა პედრიმ გადასცეს.

წლევანდელ დაჯილდოებაზე დაწესდა “სოკრატესის პრიზი”, რომელიც მოთამაშეებს სხვადასხვა სოციალური აქტივობებისთვის გადაეცემათ. ჯილდო მიუნხენის “ბაიერნისა” და სენეგალის ნაკრების თავდამსხმელმა სადიო მანეს მიიღო.

No description available.საუკეთეო ქალი ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ ბარსელონელი ალექსია პუტელიასი გახდა.

საუკეთესო თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის გერდ მიულერის სახელობის პრიზი გადეცა.

საუკეთესო მეკარედ ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მეკარე ტიბო კურტუა დასახელდა.

დაჯილდოებაზე გასული სეზონის სამი საუკეთსო კლუბი გამოავლინეს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: პირველ ადგილზე “მანჩესტერ სიტი” გავიდა, მეორეზე “ლივერპული”, მესამეზე კი მადრიდის”რეალი”.

და ბოლოს, ღონისძიების კულმინცია – “ფრანს ფუტბოლის” 2022 წლის  გამოკთხვით, “ოქროს ბურთის” მფლობელი, როგორც მოსალოდნელი იყო, საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გახდა, რომელსაც ჯილდო ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა გადასცა. გამოკითხვაში მეორე სადიო მანე იყო, მესამე – კევინ დე ბრუინი, მეოთხე – რობერტ ლევანდოვსკი, ხოლო მეხუთე – მო სალაჰი…

“ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში საქართველოდან ტრადიციულად გაზეთ “სარბიელის” გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია მონაწილეობს. მისი ხუთეული ასეთი იყო:

  1. ქარიმ ბენზემა 2. კევინ დე ბრუინი 3. რობერტ ლევანდოვსკი 4. ტიბო კურტუა. 5.ვირჯილ ვან დაიკი

საუკეთესო მეკარე:

  1. ტიბო  კურტუა 2. ედუარ მენდი 3. მანუელ ნოიერი.