„კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონის, არგენტინელი დანიელ ბერტონის მოსაზრება ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.
„კვარაცხელია აშკარად ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მე მას ნათელ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. ამ ბიჭის განვითარებაში მისტერ სპალეტის ექნება ფუნდამენტური როლი. რომელი სჯობია, კვარაცხელია თუ ლეაო? ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ორივე გადამწყვეტ როლს თამაშობს ისეთ ტოპ-ლიგაში, როგორიც არის იტალიის სერია A”.