Pique Nge-Blank di Laga Barcelona Vs Interესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მთავარ მწვრთნელ ჩავის შეხვდა და გუნდის ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლაზე ესაუბრა, სადაც ოთხი ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 4 ქულით მესამე ადგილზეა, 7 ქულით მეორე ადგილზე „ინტერია“, ჯგუფს კი 12 ქულთ მიუნხენის „ბაიერნი“ ლიდერობს, რომელმაც უკვე გაინაღდა პლეი ოფის საგზური.

ლაპორტას აზრით, ზედიზედ მეორე წელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა (რასთანაც კატალონიური კლუბი ახლოსაა) როგორც სპორტული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, „ბარსასთვის“ დიდი წარუმატებლობა იქნება, თუმცა პრეზიდენტმა მწვრთნელს ნდობა გამოუცხადა და დაამშვიდა, რომ წელს მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც არ ყოფილა. ახლა კი აქცენტი ლა ლიგაში წარმატებით თამაშზე უნდა გადაიტანონ, სადაც „ბარსას“ უახლოესი მატჩი 16 ოქტომბერს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ აქვს.