ლონდონის „არსენალს“ 21 წლის ბრაზილიელის, გაბრიელ მარტინელის შესანარჩუნებლად მისთვის ხელფასის გასამმაგება მოუწევს. ახლა სამხრეთამერიკელი კვირაში გასამრჯელოდ 80 ათას ევროს იღებს.
მარტინელი „არსენალის“ ფეხბურთელი 2019 წელის ზაფხულში გახდა. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მან 11 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მეთოფეებთან მის კონტრაქტს ვადა 2024 წელს ეწურება.