ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე ამსტერდამის “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 მოუგო. უეფას დამკვირვებელთა ჯგუფმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
“მთელი მატჩის განმავლობაში სახიფათო იყო, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მისმა სწრაფმა დრიბლინგებმა “ნაპილის” ფეხბურეთელებს კარგი საგოლე შანსები შეუქმნა” – წერს უეფას ოფიციალური გვერდი.





