No description available.მადრიდის „რეალის“ მცველი ანტონიო რუდიგერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „შახტართან“ მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ (1:1), თვითმფრინავში თავშეხვეული ავიდა.

საქმე ის არის, რომ 90-ე წუთზე ის საჯარიმოში მასპინძელთა მეკარე ანატოლი ტრუბინს თავით შეეჯახა, გოლიც გაიტანა და თავიც დაიზიანა. დასისხლიანებული ანტონიოს ფოტოები თითქმის ყველა სააგენტომ გაავრცელა.

ამ გოლმა „რეალი“ ოფიციალურად გაიყვანა ტურნირის ფლეი-ოფში. თავად რუდიგერს კი მადრიდში საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდება. დაადგენენ თავის ქალა ხომ არ აქვს დაზიანებული.

შემდეგ რუდიგერმა სოციალურ ქსელში თავშეხვეული ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: „გადავრჩი!“