David Beckham has discussed whether Cristiano Ronaldo should leave  Manchester United - Football Españaგაზეთმა „სანმა“, საინტერესო ექსკლუზიური ინფორმცია გამოაქვეყნა: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, ამჟამად კი „ინტერ მაიამის“ თანამფლობელი, დევიდ ბექემი, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მანკუნიანელთა სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ყიდვას გეგმავს.

ამერიკულ კლუბს თურმე გასულ ზაფხულსაც სურდა პორტუგალიელის გადაბირება, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.

თავის მხრივ, კრიშტიანუს თავის გუნდში ხილვა მის ყოფილ თანაგუნდელ უეინ რუნისაც სურს, რომელიც ახლა ამერიკული „დი სი იუნაიტედის“ მწვრთნელია.

„ოლდ ტრაფორდიდან“ გამომავალი ხმებით კი რონალდუ სერიოზულად დაფიქრებულა კარიერის ამერიკაში გაგრძელებაზე. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს „მანჩესტერში“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ხშირად უწევს.