„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს, კლუბის დატოვება 2023 წლის ზამთარში ან ზაფხულში სურს.
მბაპეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ კლუბის ხელმძღვანელებისთვის უკვე მუხსენებია და მათაც უარი არ უთქვამთ, ოღონდ ერთი პირობით – 23 წლის შემტევი მადრიდის „რეალში“ არ უნდა გადავიდეს. ყველაზე სავარაუდო გუნდი კი „ლივერპული“ ყოფილა.
მბაპე აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა პოლიტიკურ წნეხს დაჰყვა და პარიზში დარჩა.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში მან 12 მატჩში ითამაშა და 11 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ კილიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.