ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვნელობა კომპანია Google-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს თავისი სტადიონის ახალი სახელის თაობაზე.
„დეზების“ მფლობელი, დანიელ ლევი, ამბობს, რომ დიდადაა დაინტერესბული ამ სიახლით. მისი თქმით, ის მოხარული იქნება „სწორ ბრენდთან და სწორ ფულთან“ ურთიერთობის დამყარებით.
Google-ს უკვე აქვს სპორტულ ორგანიზაციებთან პარტნიორული შეთანხმებები გაფორმებული. მაგალითად, NBA-სა და MLB (ამერიკის ბეისბოლის ლიგა)-სთან. ასევე ფორმულა 1-ის „მაკლარენთან“.
ჯერჯერობით ახალ სტადიონს ასევე ჰქვია – „ტოტენჰემ ჰოთსფური“.