შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მდგომარე, შენობაში და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „A JUDO“-(ი)ს გამოსახულებაMay be an image of 2 people, people standing, indoor and textტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაციის მონაგარი ორი ბრინჯაოს მედლით შეივსო.

ძალიან ახლოს ვიყავით 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გვეხილა, მაგრამ… ლაშა ბექაური მესამე ადგილისთვის ესპანეთის სახელით მოჭიდავე ტრისტან მოსახლიშვილს დაეჭიდა და ორი გდებით რამდენიმე წამში მოუმთავრა საქმე. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანამდე იაპონელი კოსუკე ნიშიამა, ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო, კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი მიყოლებით დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში, მსაჯების დახმარებით, უზბეკ დავლათ ბობონოვთან წააგო.

ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის სილვა მორალეს შეხვდა და დამატებით დროში მოუგო. ჩვენებურმა მანამდე ლიბანელი კარამნობ საგაიპოვი, მონღოლი ალტანბაგანა განტულგა და მოსახლიშვილი დაამარცხა, მაგრამ ფინალში იტალიელ კრისტიან პარლატმა არ გაუშვა.

ხვალ ტატამიზე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე იჭიდავებენ.