შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი იქნება. მათ გარდა, A ჯგუფში ჩვენთვის ძველი და კარგი ნაცნობები — ესპანეთი, შოტლანდია და ნორვეგია ითამაშებენ.

წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია მომავალი ევროპირველობის მასპინძელ გერმანიას და რუსეთს, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უკრაინაში ომის გამო შეჯიბრებაში არ დაუშვა.

სხვა ჯგუფებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:

The draw is seen during the UEFA EURO 2024 qualifying round draw at Messe Frankfurt on October 09, 2022 in Frankfurt am Main, Germany.B ჯგუფი: ნიდერლანდები, საფრანგეთი, ირლანდია, საბერძნეთი, გიბრალტარი;

C ჯგუფი: იტალია, ინგლისი, უკრაინა, ჩრ.მაკედონია, მალტა;

D ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სომხეთი, თურქეთი, ლატვია;

E ჯგუფი: პოლონეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერები, მოლდოვა;

F ჯგუფი: ბელგია, ავსტრია, შვედეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი;

G ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, ჩერნოგორია, ბულგარეთი, ლიეტუვა

H ჯგუფი: დანია, ფინეთი, სლოვენია, ყაზახეთი, ჩრ. ირლანდია, სან მარინო;

I ჯგუფი: შვეიცარია, ისრაელი, რუმინეთი, კოსოვო, ბელარუსი; ანდორა;

J ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ისლანდია, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, ლიხტენშტაინი.

ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე 10-ვე ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსნები გავლენ. ეს 20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. კიდევ ერთი მასპინძელი გერმანიაა, ხოლო დანარჩენი სამი საგზური ერთა ლიგის ფლეი ოფში გათამაშდება, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება და საქართველოს ნაკრებს იმ ტურნირიდანაც აქვს შანსი გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე. ‘

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ათივე ტური 2023 წელს მარტიდან ნოემბრამდე ჩატარდება.