საბერძნეთის ჩემპიონატში “პანეტოლიკოსმა”, სადაც ქართველი ლევან შენგელია თამაშობს, საკუთარ მოედანზე “ვოლოსს” უმასპინძლა. შეხვედრის მე-4 წუთზე ქართველმა ლეგიონერმა კარიდან გამოსულ მეკარეს თითქმის მოედნის ცენტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა.

მასპინძლებმა მალე მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და შეხვედრა 2:3 წააგეს. შენგელია 72-ე წუთზე შეცვალეს.