9 ოქტომბერს, თბილისის დროით 14 საათზე, ფრანკფურტში „ფესტჰალის“ ცენტრში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გამართება და გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები.

წილისყრაში მონაწილეობას 53 ევროპული ნაკრები მიიღებს, გერმანია ტურნირის მასპინძელია და შესარჩევში არ მონაწილეობს.

რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოხსნილია.

წილისყრის შედეგად შეიქმნება 10 შესარჩევი ჯგუფი – 7 ხუთგუნდიანი და 3 ექვსგუნდიანი.

Veranstaltungen in der Festhalle Frankfurt

ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გასული ოთხი ნაკრები (ნიდერლანდები, ხორვატია, ესპანეთი, იტალია), რომელიც 2023 წლის ივნისში ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ, ხუთგუნდიან ჯგუფში მოხვდებიან.

წილისყრისას ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან: აზერბაიჯანისა და სომხეთის, ბელარუსისა და უკრაინის, გიბრალტარისა და ესპანეთის, კოსოვოსა და ბოსნიის და კოსოვოსა და სერბეთის ნაკრებები.

საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია.

ნიდერლანდები, ხორვატია, ესპანეთი, იტალია (მოხვდებიან A, B, C, D, ჯგუფში);

 

დანია, პორტუგალია, ბელგია, უნგრეთი, შვეიცარია, პოლონეთი (მოხვდებიან E, F,G,H,I,J ჯგუფში);

II კალათა: საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ისრაელი, ბოსნია, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი;

III კალათა: უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი;

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერბი, ჩრდ მაკედონია;

V კალათა: სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, მალტა;

VI კალათა: ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტაინი.

Euro 2024 qualifying draw: When is it and how to watch | British Bulletin

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები, დარჩენილი სამი საგზურის მფლობელი 2024 წლის მარტში პლეი ოფის მატჩების შემდეგ გაირკვევა.

ევრო 2024 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩების თარიღები:

I ტური: 23-25 მარტი, 2023 წ; II ტური: 26-28 მარტი; III ტური: 16-17 ივნისი; IV ტური: 19-20 ივნისი; V ტური: 7-9 სექტემბერი; VI ტური: 10-12 სექტემბერი; VII ტური: 12-14 ოქტომბერი; VIII ტური: 15-17 ოქტომბერი; IX ტური: 16-18 ნომებერი; X ტური: 19-21 ნომბერი.

პლეი ოფი: 21 – 26 მარტი.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი: 14 ივნისი – 14 ივლისი