„კორიერე დელო სპორტმა” „ნაპოლის” ფეხბურთელების ხელფასები გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, ეს არის თანხები, რომლებიც იბეგრება. გაზეთი წერს, რომ ამ ჯამაგირებს ფეხბურთელები 2022-/23 წლების სეზონში მიიღებენ. გამოცემა ხელფასთან ერთად აქვეყნებს კონტრაქტის ვადებსაც, ანუ დღევანდელი ხელშეკრულების თანახმად როდემდე უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ მოთამაშეს დასახელებული გასამრჯელო. ერთადერთი, „კორიერე დელო სპორტმა” რატომღაც არაფერი თქვა მეკარე ალექს მერეტის ხელფასზე. მერეტმა ახალი კონტრაქტი ორიოდ დღის წინ გააფორმა და არ არის გამორიცხული, რომ გაზეთს თანხა ჯერ დასაზუსტებელი აქვს.

ჯოვანი დი ლორენცო — 2,4 მილიონი ევრო წელიწადში; 2026 წლამდე. ჟუან ჟესუსი — 1,2; 2023.  კიმ მინ-ჯაე — 2,5; 2027. მარიო რუი — 2,3; 2025. მატიას ოლივერა — 1,5; 2027. ლეო ოსტიგარდი — 1,2; 2027. ამირ რაჰმანი — 1,5; 2024. ალესანდრო ძანიოლი — 0,18; 2023; მარკ-ანდრე ზამბო ანგისა — 3; 2026. დიეგო დემე — 1,6; 2024. ელიფ ელმასი — 1,4; 2025. სტანისლავ ლობოტკა — 1,6; 2025. ტანგუ ნდმომბელე — 2,5; 2026. პიოტრ ჟელინსკი — 3,7; 2024. ხვიჩა კვარაცხელია —   1,3; 2027; ირვინგ ლოსანო — 4; 2024. ვიქტორ ოსიმენი — 3,8; 2025. მატეო პოლიტანო — 2,2; 2024. ჯაკომო რასპადორი — 2,5; 2027. ჯოვანი სიმეონე — 1,8; 2026. ალესიო ძერბინი — 0,18; 2027

Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli scores his team's third goal during the Serie A match between SSC Napoli and Torino FC at Stadio Diego Armando...