„მანჩესტერ სიტის“ 100-მილიონიანი შენაძენი, ჯეკ გრილიში, გამოტყდა, რომ დი ჯეის პროფესიის ათვისებას ცდილობს და უკვე სერიოზულად მეცადინეობს. სახელიც შეარჩია – DJ Greal-O.
„საერთოდ, მუსიკის ყველა ჟანრი მომწონს. ამიტომ დი ჯეიც მინდა გავხდე. ვიცი, რომ ჯერ ყველაფერი საშინლად გამომდის, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება. ახლა ფეხბურთის გარდა არაფერი ვიცი. მაგრამ დადგება დრო, როცა კარიერის დასრულება მომიწევს. ამიტომ სხვა პროფესიებიც მინდა შევისწავლო,“ – უთხრა 27 წლის ჯეკმა ჟურნალისტებს.